ბელგიაში დაკავებულ სამ ადამიანს ბრალი წაუყენეს

ბელგიაში კვირას დაკავებულ სამ პირს ტერორიზმში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ბელგიის ფედერალური პროკურატურა იუწყება.
„ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რომელიც 27 მარტს ჩატარდა, დაკავებულები არიან: იასინი ა., მოჰამედი ბ. და აბუბაკერი ო. მათ ტერირისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა ბრალდებათ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრიუსელის რამდენიმე რაიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 13 ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებული იყო ცხრა ადამიანი, რომელთაგან ექვსი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში 22 მარტს მომხდარი აფეთქებების შეედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით 4 პაციენტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები