haqqin.az – სომხეთი აზერბაიჯანს „ჭუჭყიანი“ ატომური ბომბით ემუქრება

სომხეთი აზერბაიჯანს „ჭუჭყიანი“ ატომური ბომბით ემუქრება. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az წერს. გამოცემას სომეხი გენერალ მაიორის არკადი ტერ-ტადევოსიანის ინტერვიუ მოჰყავს. ინტერვიუში გენერალი ამბობს, რომ სომხეთს ისეთი იარაღი აქვს, რომელსაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ საჭირო მომენტში გამოიყენებს.
გამოცემის სტატიაში წერია, რომ საუბარია, სავარაუდოდ, „ჭუჭყიან“ ატომურ ბომბზე. საქმე ისაა, რომ სომხეთი უკვე დიდი ხნის განმავლობაში ატომური ელექტროსადგურის ნარჩენებს ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე აგროვებს. სწორედ ეს მასალები შეიძლება იყოს გამოყენებული „ჭუჭყიანი“ ატომური ბომბის წარმოების დროს.
haqqin.az ასევე 2014 წელს მომხდარ ამბებს იხსენებს. მაშინ ქართველმა მესაზღვეებმა სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საქართველოში ცეზიუმ-137-ის შემცველი კონტეინერის შეტანას ცდილობდნენ. ეს პირები 1965 და 1966 წელს არიან დაბადებულები. ქართველმა მესაზღვრეეებმა მათი დაკავების სპეცოპერაცია „სადახლოს“ სასაზღვრო – გამშვებ პუნქტზე ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები