ჟორჟოლიანი ფარულ კადრებზე: პასუხისმგებლობა ეკისრებათ: სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიებს, ადეიშვილს…

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის თქმით, ყველანაირ მორალურ პრინციპებს ღალატობს და მიიჩნევს, რომ დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ, თუმცა როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლების პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ.
„ეს არის აბსოლუტურად შეუწყნარებელი პროცესი. ის, ვინც ამას აკეთებს, ყველანაირ მორალურ პრინციპებს ღალატობს. დამნაშავეები სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. საზოგადოების დამოკიდებულება ამის მიმართ სრულიად შეურიგებელი უნდა იყოს. იყო 24 ათასი ჩანაწერი. ეს არ იყო 4-5 კაცის გაკეთებული ჩანაწერები, ეს იყო სისტემური დანაშაული და მმართველობის ფორმა და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ მათ, ვინც ეს განახორციელა, არამედ იმათ, ვინც ეს სისტემა აამუშავა. ამაზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრებათ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიებს, ადეიშვილს და ასე შემდეგ. ეს არის სიტემური დანაშაული“, – განაცხდა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები