“გილოცავთ მაცხოვრის შობას; შობის ღამეს მშვიდობას, ბედნიერებასა და სიყვარულს გისურვებთ თქვენს ოჯახებში” – ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს.
“გილოცავთ მაცხოვრის შობას.
ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას – ღირებულებებს, რომლებმაც მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია განსაზღვრა და რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ყოველდღიურობას.
შობის ღამეს მშვიდობას, ბედნიერებასა და სიყვარულს გისურვებთ თქვენს ოჯახებში”, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.