საგარეო საქმეთა სამინისტრო პაკისტანში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გუშინ პაკისტანის ლაჰორში, საბავშვო სათამაშო მოედანზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს, ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ტრაგედიის მასშტაბით და ტერორისტთა მხრიდან ჩადენილი ბარბაროსობით, რაც წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს პაკისტანის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
ლაჰორში მომხდარ ტრაგედიას 70-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები