„შესაძლოა, იგივე შემადგენლობის საარჩევნო ბლოკი არ მივიღოთ, როგორიც კოალიციაა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კოალიციაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ერთ თვეში გახდება ცნობილი, თუ როგორი საარჩევნო ბლოკით წარდგება უმრავლესობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს საარჩევნო ბლოკის შემადგენლობა, დღეს მოქმედი კოალიციისგან განსხვავებული იყოს.
„დღეს 2012 წლის არჩევნებისგან რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა, მაშინ ყველა ერთიანდებოდა ავტორიტარული და რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს იყო გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ, დღეს უნდა ჩამოყალიბდეს გაერთიანება არა რაღაცის წინააღმდეგ, არამედ რაღაცისთვის. გააჩნია რა ხედვას წარმოადგენენ პარტიები. მე მგონია, რომ უახლოეს ერთ თვეში ვნახავთ, თუ რა კონფიგურაციის შეიძლება იყოს საარჩევნო ბლოკი. შესაძლოა, იგივე შემადგენლობის საარჩევნო ბლოკი არ მივიღოთ, როგორიც კოალიციაა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება საარჩევნო სიის ფორმირებას, დეპუტატის განცხადებით, ჯერ ბლოკის კონფიგურაციის საკითხია გადასაწყვეტი, შემდგომ კი უშუალოდ სიები დაზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები