პაკისტანში დაღუპულთა რაოდენობა 69-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ ლახორში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 69-მდე გაიზარდა. სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, დაღუპულთა შორის 23 ბავშვია. ამ ინფორმაციის მიხედვით, 300-ზე მეტი ადამიანი დაჭრილია. მანამდე ინფორმაცია გავრცელდა 65 დაღუპულის შესახებ. ტერორისტული აქტი პაკისტანის ქალაქ ლახორში კვირას მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა საბავშვო პარკთან აიფეთქა თავი. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები