დენდროლოგიურ პარკში 650 კიპაროსი დაირგო (ფოტოკოლაჟი)
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ, დენდროლოგიურ პარკში გამწვანების აქციაში მონაწილეობა ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და თურქმენეთის ელჩ დოვლეტმურატ მურატოვთან ერთად მიიღო.
დენდროლოგიურ პარკში, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, 7000 კვ.მ ფართობზე 650 კიპაროსის ნერგი დაირგო. აქედან, პარკის გამწვანებისთვის 80 კიპარისი, საკუთარი ინიციატივით, თურქმენეთის საელჩომ შეიძინა. საგაზაფხულო რგვები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.