„პეტრო პოროშენკოს ბლოკმა“ არსენ იაცენიუკის გადადგომის შესახებ რეზოლუცია მიიღო
„პეტრო პოროშენკოს ბლოკმა“ რეზოლუცია მიიღო უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან არსებ იაცენიუკის გადადგომის შესახებ.
პარალელურად, პოროშენკოს პარტიამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე უმაღლესი რადის სპიკერის ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
„პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ყრილობამ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოითხოვა. ახალი მთავრობის ფორმირების ძირითად კრიტერიუმად მისი პროფესიონალიზმი და არა პარტიული კუთვნილება სახელდება. ყრილობის მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეფორმების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო მთავრობის უმოქმედობამ კოალიციის დაშლა და მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლების მიმართ ნდობის დაწევა გამოიწვია.