ბელიაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ზებრა-გადასასვლელი მოხატეს (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას დიდუბის გამგეობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ.
მათ თბილისში, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ზებრა-გადასასვლელი მოხატეს.
სამხატვრო აკადემიისა და ილიაუნის სტუდენტებმა ქვეითთა გადასასვლელის მოხატვა გვიან ღამით დაიწყეს და დილით დაასრულეს. ზებრა-გადასასვლელზე გამოსახულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო.
აქციის ფარგლებში, შსს-სა და დიდუბის გამგეობის წარმომადგენლებმა მძღოლებსა და ქვეითებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები და საინფორმაციო მასალები დაურიგეს.
კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
12240152_779174068851261_6399718345335629806_n
12801619_779174038851264_2571590885358980037_n
12910584_1062913920441155_1522576812_n
2910584_1062913920441155_1522576812_n
12799056_779174072184594_4323419520812520534_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები