გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიას საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს
საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიას საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს – ამის შესახებ მან განცხადება „პოლიტიკის დროში“ გააკეთა.
„პირველივე დღიდან ვითხოვთ ზურაბ ჟვანიას საქმის დროულად გამოძიებას. ახლა აღარ არის ჩვენი ხელისუფლება. ბურთი და მოედანი თქვენს ხელშია და გამოიძიეთ ეს საქმე. ჩვენ ამაზე უკვე წელიწადნახევარია ვსაუბრობთ“ , – აღნიშნა ბარამიძემ.