ბრიუსელის აეროპორტში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. სააგენტო Belga-ს ცნობით, ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში, ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. დაშავებულთა რაოდენობა კი 270-ს შეადგენს.
ტერაქტები ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში 22 მარტს დილით მოხდა. აქ, საერთო ჯამში, ოთხი ბომბი აფეთქდა. ტერორისტულ შეტევებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები