ამერიკულმა ბომბდამშენებმა იემენში „ალ-ქაიდას“ საწვრთნელი ბანაკი დაბომბეს

ამერიკულმა საჰაერო ძალებმა იემენში „ალ-ქაიდას“ საწვრთნელ ბანაკზე ავიაიერიში განახორციელეს. ათობით „ბოევიკი“ დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება.
„ამ ავიაიერიშის შედეგად „ალ-ქაიდას“ სერიოზული ზიანი მიადგა. ისინი იემენის ტერიტორიას ხშირად იყენებენ ტერაქტების ორგანიზებისთვის. ახლა მათი შესაძლებლობები შემცირდა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პიტერ კუკმა.
იემენში ამჟამად სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამას კარგად იყენებენ „ალ-ქაიდა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც ქვეყანაში რამდენიმე რაიონს აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები