დრეზდენის სადგურში განგაშია – პოლიციამ საეჭვო ჩემოდანი აღმოაჩინა

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ, განგაშია გერმანიაშიც. გერმანიის ქალაქ დრეზდენის სადგურში პოლიციის თანამშრომლებმა საეჭვო ჩემოდანი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჩემოდნის აღმოჩენისთანავე პოლიციამ სადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე მივიდა გამნაღმველთა ჯგუფიც. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, არის თუ არა ჩემოდანში ბომბი. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები