სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

დონეცკის სასამართლომ უკრაინელ მფრინავს, მოხალისეთა ბატალიონ “აიდარის” მებრძოლს, ნადეჟდა სავჩენკოს რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობისა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დონეცკის სასამართლომ საერთო რეჟიმის კოლონიაში 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ევროპის საბჭოს დეპუტატის მიერ გაჟღერებული არგუმენტები სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია და ბრალდების მხარის არგუმენტები გაიზიარა. სასამართლოს მტკიცებით მის ბრალეულობას ამტკიცებს ექსპერტიზის შედეგები და ვიდეომტკიცებულებები. როდესაც მოსამართლე დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას უკრაინელი მფრინავის განაჩენს აცნობდა, ნადეჟდა სავჩენკომ უკრაინის ჰიმნის შესრულება დაიწყო. მფრინავის ჟესტმა მოსამართლე იძულებული გახადა, სხდომა მცირე ხნით შეეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები