ბელგიის ტერაქტში ბრალდებული პირების ვინაობა ცნობილია

ბრიუსელში დღეს მომხდარ ტერაქტებში ბრალდებული პირები ბელორუსიის მოქალაქეები არიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა ბელგიის სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეჭვმიტანილთა შორის ივან და ალექსეი დოვბაშები არიან, ისინი გომელსკის ოლქში ცხოვრობენ. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი მარატ იუნუსოვია, რომელიც დაღესტანში ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე წლის წინ ბელორუსიის მოქალაქეობა მიიღო“, – აღნიშნულია სამართალდამცავი უწყებების მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ, მათივე ინფორმაციით, იუნუსოვს, ბელორუსიასთან ერთად, ბელგიის მოქალაქეობაც აქვს.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტში დღეს 2 აფეთქება მოხდა. გადაიდო ყველა რეისი. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ აფეთქების წინ გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილებიც გაისმა. აეროპორტში აფეთქებას გარკვეული დროის შემდეგ მეტროს ორ სხვადასხვა სადგურში, „მაალბეკსა“ და „შუმანში“ აფეთქებაც მოჰყვა. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის უკვე 34 -მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები