ჯონ ქერი ბელგიელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დეტალურად ადევნებს თვალს ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს“,-ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაშია საუბარი.
„სახელმწიფო მდივანი და მისი წარმომადგენლები განვითარებული მოვლენების საქმის კურსში არიან და განვითარებულ ყველა მოვლენას აკვირდებიან. ჯონ ქერი სამძიმარს უცხადებს ქვეყნის ხელისუფლებას და გარდაცვლილთა ოჯახებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტში დღეს 2 აფეთქება მოხდა. გადაიდო ყველა რეისი. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ აფეთქების წინ გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილებიც გაისმა. აეროპორტში აფეთქებას გარკვეული დროის შემდეგ მეტროს ორ სხვადასხვა სადგურში, „მაალბეკსა“ და „შუმანში“ აფეთქებაც მოჰყვა. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის უკვე 34 -მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები