ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 150-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 20 ადამიანი ბრიუსელის მეტროში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა, კიდევ 14 აეროპორტში მომხდარი ტერაქტების დროს დაიღუპა.
შეგახსენებთ რომ აეროპორტში დღეს 2 აფეთქება მოხდა. გადაიდო ყველა რეისი. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ აფეთქების წინ გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილებიც გაისმა.
აეროპორტში აფეთქებას გარკვეული დროის შემდეგ მეტროს ორ სხვადასხვა სადგურში, „მაალბეკსა“ და „შუმანში“ აფეთქებაც მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები