ბელგიის პროკურატურა მედიას სთხოვს, ტერაქტების გამოძიებას ხელი არ შეუშალონ

ბელგიის ფედერალური პროკურატურა მსოფლიო მედიას თხოვნით მიმართავს, არ გააშუქონ ტერაქტების გამოძიების დეტალები. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ კომუნიკეშია ნათქვამი.
„ზოგიერთი ჟურნალისტი გადასცემს ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. პროკურატურა სთხოვს მედიასაშუალებებს, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალების გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რათა სამართალდამცველებს საქმის ძიებაში ხელი არ შეეშალოთ“, – ნათქვამია ბელგიის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში დღეს განხორციელებულ ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა 26- მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები