საქართველოს სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კონკურსი ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში ნახატებისა და ესეების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მთავარი თემა იყო „ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის“.
 
შს სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი 150 ესედან და 300 ნახატიდან სპეციალური ჟიურის წევრებმა 9 გამარჯვებული და 21 გამორჩეული ნაშრომი გამოავლინეს.
 
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: შს მინისტრის მოადგილე – არჩილ თალაკვაძე; შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია; ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ფიქრია მიქაბერიძე; ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ია ვახტანგიშვილი; თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე; ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი; „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე; მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი; მხატვარი გუგა თევდორაძე და ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები