ჯიღაურას ბაზაზე თუთის ნერგები დაირგო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ჯიღაურას საცდელ მეურნეობაში შუა აზიიდან შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ნერგები დარგეს.
როგორც “კვირას” გარემოს სამინისტროდაც აცნობეს, მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ ფერმერებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ გადაეცემათ.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები მათ თუთის მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებებს გააცნობენ და სათანადო კონსულტაციას გაუწევენ. კვლევითი ცენტრის კუთვნილ ბაზაზე სულ თუთის 5 000 ნერგი დაირგვება. უზბეკეთიდან შემოტანილი ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგები ნაყოფს არ იძლევა და იგი მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს ქართველმა ბიზნესმენმა, კომპანია ,,ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ, მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საჩუქრად გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები