პროკურატურამ ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ცნო

საქართველოს პროკურატურამ „თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ცნო. საქმე გასულ თვეში მასზე მომხდარ თავდასხმას ეხება. როგორც პეტრიაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უახლოეს მომავალში პროკურატურა დაზარალებულ მხარეს საქმის მასალებს გადასცემს.
„როგორც იცით, მუხლის გადაკვალიფიცირებას მოვითხოვთ, მაგრამ ამაზე უფრო მართებული იქნება კომენტარის გაკეთება საქმის გაცნობის შემდეგ. პროკურატურამ ბატონი ალექსი დაზარალებულად ცნო და, როგორც დაგვპირდნენ, ხვალ გადმოგვცემენ საქმის მასალებს”, – განაცხადა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები