“ღირსების საკითხია ის, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოების ტერორიზებას ამ კუთხით დავუსვათ წერტილი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ღირსების საკითხია, დაუსვას წერტილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით საზოგადოების დაშანტაჟებას, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებაში გარკვეული პროგრესი შეინიშნება.
„მინდა ვთქვა, რომ პროკურატურა აქტიურად მუშაობს ფარული ჩანაწერების საქმეზე, არის გარკვეული პროგრესი გამოძიებაში. პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი უწყება. ვფიქრობ, მართლაც, ღირსების საკითხია ის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოების ტერორიზებას ამ კუთხით დავუსვათ წერტილი. იმედი მაქვს, გამოძიება წარმატებით წარიმართება,“ – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები