რუსულ და უკრაინულ მედიაში მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოსცა ბრძანებულება ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. ამის შესახებ სააგენტო „რბკ“ იუწყება. ეს ინფორმაცია მედიამ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
გამოცემა „ოდესიტი“ აცხადებს, რომ სააკაშვილის გადადგომის შესახებ ბრძანებულება ღია თარიღით არის გამოცემული. გამოცემის ინფორმაციით, საქმე იმაშია, რომ პოროშენკო სააკაშვილის მემკვიდრის თაობაზე ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა. სააკაშვილის ადმინისტრაციაში მისი გადადგომის შესახებ ინფრომაციას უარყოფენ. ოდესის გუბერნატორის მრჩეველმა ალექსანდრე ბოროვიკმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ჰიპოთეტურ ხასიათს“ ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები