თურქეთში ტერაქტის მოწყობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, სამართალდამცავებმა ტერაქტის მოწყობის ბრალდებით უკვე 11 პირი დააკავეს. მისივე განცხადებით,ამ დროისთვის 35-ვე დაღუპულის ცხედარი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს დნმ-ის ექსპერტიზა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უტყუარი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ 13 მარტის ტერაქტთან “ქურთთა მუშათა პარტიაა” დაკავშირებული.

შეგახსენებთ, 13 მარტს, ანკარის ცენტრში მომხდარ ტერაქტს 37 ადამიანი ემსხვერპლა, 125 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები