15 მარტიდან რუსეთი სირიიდან სამხედრო ძალების გაყვანას დაიწყებს

15 მარტიდან რუსეთი სირიიდან ძირითადი სამხედრო ძალების გაყვანას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ტასი” ავრცელებს.
“მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანები მთლიანად შესრულებულია. ვბრძანებ, ხვალიდან დაიწყოთ ჩვენი ძირითადი სამხედრო ძალების სირიის არაბული რესპუბლიკიდან გაყვანა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს.
აღსანიშნავია, რომ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ჯარების სირიიდან გაყვანის დასაწყისი დადებითად აისახება ამ ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებათა პროცესზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები