ჟენევაში სირიის საკითხზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი განახლდა

ჟენევაში დღეს სირიის საკითხზე მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო. როგორც გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტაფან დე მისურამ განაცხადა, მოლაპარაკების განახლება სიმბოლურ თარიღს ემთხვევა – 5 წლის წინ სირიის ქალაქ დერააში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო, რაც შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. საპროტესტო აქციები სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელიც მეხუთე წელია გრძელდება. სირიის კრიზისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყველაზე სერიოზული პრობლემაა ბოლო წლების განმავლობაში. ჟენევაის მოლაპარაკებაში სირიის ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ყველაზე პრობლემური საკითხი მოლაპარაკებაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ბედია. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები მის გადადგომას მოითხოვენ. სირიაში ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები