პოროშენკო იაცენიუკის შემცვლელებზე ღიად ალაპარაკდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრს, ნატალია იარესკოს და ლვოვის მერს, ანდრეი სადოვოის მოიაზრებს. ამის შესახებ ფეისბუქში უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ დაწერა.
მისი თქმით, პრეზიდენტი სამ ვარიანტს განიხილავს: „ტექნოკრატიული მთავრობა“, რომლის სათავეში ნატალია იარესკო მოიაზრება, ან „პოლიტიკური მთავრობა“, რომელსაც სადოვოი უხელმძღვანელებს.
ამასთანავე, პოროშენკო უმაღლესი რადის წევრების მიერ პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატების წარმოდგენის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.
„პრეზიდენტი მზად არის ნებისმიერ კანდიდატთან იმუშაოს, რომელსაც კოალიცია წარმოადგენს“, – დაწერა ცეგოლკომ ფეისბუქში.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენ იაცენიუკის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა, მაგრამ ის არ დადასტურდა. ბოლოს პრემიერის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ევროკავშირმა უკრაინას უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა, ვინაიდან ამ ქვეყანამ, საქართველოსგან განსხვავებით, რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვან პროგრესს არ მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები