თურქეთის პოლიციამ ანკარის ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, რომლებიც ანკარის აფეთქებებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ეს პირები სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ შანლიურფაში დააკავეს. მანამდე თურქეთის პოლიციამ დაადგინა, რომ აფეთქებული ავტომობილი სწორედ ამ ქალაქში იყო შეძენილი. ყველა დაკავებულს ანკარაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ დანაღმული ავტომობილი ანკარაში კვირას, საღამოს აფეთქდა. ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები