ენგურზე სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გაცვალეს (ფოტოკოლაჟი)
გურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე, ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გაცვალეს.
შედეგად, ქართულ მხარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე გადმოეცა.სანაცვლოდ კი ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გაუცვალა.
აღსანიშნავია, რომ პატიმრების გათავისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად მოხდა. ქართულმა მხარემ შემდეგი პირები გაანთავისუფლა: გიგო ვილგენის ძე ვალიშვილი, გიორგი ვალერის ძე ზასეევი, იოსებ ადიკოს ძე კოჩიევი და ბორის ზურაბის ძე ტურაშვილი.
სანაცვლოდ, აფხაზურმა მხარემ კი შემდეგი ტყვეები გაათავისუფლა: ომარ ჯღარკავა, ჯემიკო ოყუჯავა, მალხაზ რურუა, ზურაბ თორაძე, შალვა ხუხუა, ელდარი ცაგურია, მანუჩარ შონია… ხოლო ოსურმა მხარემ გაათავისუფლა: ჯემალ მიდელაშვილი, გელა ილურიძე, თეიმურაზ გრიგალაშვილი, იგორ ფუხაევი და მიხეილ ქრისტესიაშვილი.