დავით უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: ველოდით, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნებოდა
მინდა, რომ ევროპაში განათლებული ქართველები თავისუფლად მიემგზავრებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უვიზოდ მიმოსვლის პროცესის შეფასებისას განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას, უსუფაშვილმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ყველას მიულოცა.
„ველოდით, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნებოდა. მინდა, რომ ევროპაში განათლებული ქართველები თავისუფლად მიემგზავრებოდნენ და იქაც განათლებას ვღებულობდეთ“, – დასძინა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გუშინ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო წინადადება ევროპარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა. საქართველოს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ, შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ, თუმცა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლებას არ გულისხმობს.