ჯავახეთის ეთნიკურ სომხებს რუსულ პასპორტებს ურიგებენ

 ყოფილი პარლამენტარის კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, თბილისში რუსეთის საელჩოში, ჯავახეთის ეთნიკურ სომხებს რუსეთის ფედერაციის პასპორტებს ურიგებენ.
„სხვადასხვა წყაროს მონაცემებიდან ირკვევა, რომ თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, უფრო ზუსტად ფუნქციონირებად საკონსულოსთან დგას ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების რიგები. მათ ურიგებენ რუსეთის ფედერაციის პასპორტებს. ქართული სახელმწიფო 1993 წლის შემდეგ არ მდგარა ასეთი საფრთხის წინაშე, როგორც დღეს. იმედია, გესმით, მეგობრებო, ეს რას უნდა ნიშნავდეს: (ცხადია, თუ საქართველოს გეოგრაფიაში ერკვევით) საუკეთესო შემთხვევაში აწყურთან აღდგება რუსული ბლოკპოსტი, უარეს შემთხვევაში, სადმე, ბორჯომსა და ახალციხეს შორის, ხოლო ყველაზე საზარელი ვარიანტისას საერთოდ არ იქნება ბლოკპოსტი – შუაზე გაგვჭრიან. არიან ასეთი განვითარებისთვის მზად ქართული არმია, სამხედრო დაზვერვა, შინაგანი ჯარი, სპეცსამსახურები? არიან ამ სცენარისთვის მზად ჩვენი პარტნიორები? დაე, იცოდნენ, რომ მხოლოდ განცხადებები, ლაყაფი, შეშფოთება და “ჰუმანიტარული” ტვირთის გამოგზავნები ჩვენ მიერ მხოლოდ სუსტ მხარდაჭერად ჩაითვლება. მაინც გავმხნევდეთ. გვახსოვდეს რუსთაველი, როგორ უნდა გამაგრება “ჭირსა შინა“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Untitled

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები