გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მეტ სარგებელს მოუტანს მის პარტნიორ ქვეყნებსაც – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალური ფორუმის მონაწილე – 70 ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველო – აზერბაიჯანის მრავლსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მოკავშირეობა და მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების გარემო მოკლე დროში საფუძვლიანად შეიცვალა. რეგიონში ჩვენი საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედს არღვევს რუსეთის მცოცავი ოკუპაცია საქართველოში, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, მზარდი ტერორიზმის საფრთხეები და ლტოლვილთა კრიზისი.
როგორც მარგველაშვილმა ფორუმზე აღნიშნა, მგრძნობიარე და დაუცველ გარემოში, უსაფრთხოების თვალსაზრისით თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული, ჩვენი მოსახლეობის 15% იძულებით გადაადგილებული პირია, ამის მიუხედავად, საქართველო ახერხებს, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების მხარდამჭერ მისიებში.
საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა.
საქართველო უზრუნველყოფს 8 ქვეყნისათვის ზღვაზე გასასვლელს, საქართველოს პორტების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება სწორედ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის შექმნაა. ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი უახლოეს მომავალში ევროპასა და აზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობებს გაზრდის. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარებას.
გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ჩვენი რეგიონი ახალი “აბრეშუმის გზის” პროექტის განვითარებისათვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს. პრეზიდენტის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” და “ბაქო-თბილისი-ერზრუმის” ნავთობსადენების, TANAP-ის, TAP -ის ტრანსკასპიური გაზსადენები შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონს უფრო უსაფრთხოს და დაცულს გახდის და უკეთესი ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შექმნის.
“მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მეტ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან ხსნის ახალ შესაძლებლობებს და ახალ პერსპექტივებს თითოეული ჩვენგანისთვის.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკომონიკაზე და სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესკონტაქტების დამყარებას და ინვესტიციების წახალისებას. ეს ხელშეკრულება საქართველოს ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობას აძლევს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მეორეს მხრივ, თურქეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. გარდა ამისა, გვაქვს მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინტენსიური პრტნიორობა შექმნის უფრო უკეთეს და დაცულ მომავალს ჩვენი მომავალი თაობებისათვის“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
12804376_1097072453648580_1140063349_n 12833399_1097072506981908_1578177252_n 12825203_1097073570315135_1874317362_n 12800380_547467092088235_7767071219313526196_n 12805885_547466965421581_8394870096456742161_n 10366025_547467102088234_3179774227618876832_n 12821468_547467095421568_1933809606425044611_n 12832429_547466532088291_3921552100912306927_n 12814211_547466498754961_7312894001118265182_n 12802795_547466665421611_7603354463726975195_n 12800399_547466855421592_6565094486630883145_n 12804749_547466935421584_3480193552266437490_n 12814510_547466655421612_2056730556088226131_n 12803035_547466668754944_2678109167947848590_n 12670767_547466932088251_3632850088097417674_n11252866_547466812088263_8491294935035299013_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები