ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენს 21 მარტს გამოუტანენ

უკრაინელ სამხედროს, ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო განაჩენს 21 მარტს გამოუტანს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თავის ბოლო სიტყვაში სავჩენკომ განაცხადა, რომ ის „მშრალ“ შიმშილობას გააგრძელებს, თუ გადაწყვეტილება ერთ კვირაში არ იქნება გამოტანილი. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ განაჩენის გამოტანის თარიღი დაასახელა, სავჩენკომ უკრაინის ჰიმნი იმღერა, რომელიც დარბაზში მყოფმა მისმა მხარდამჭერებმაც აიტაცეს.
შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკოს რუსი ჟურნალისტების დაღუპვაში ადანაშაულებენ. იგი უკრაინის ტერიტორიიდან ორი წლის წინ გაიტაცეს და ამის შემდეგ რუსეთის ციხეში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები