ელისაბედ მეორეს ევროკავშირიდან შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს

დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს ევროკავშირიდან შესაძლო გამოსვლასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფერენდუმზე ნეიტრალური პოზიცია აქვს. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაზეთი Sun-ი იუწყება, რომ დედოფალსა და პრემიერ-მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკ კლეგს შორის, რომელიც ევროკავშირში ბრიტანეთის წევრობას მხარს უჭერს, კონფლიქტი მოხდა. ამ გამოცემის ცნობით, დედოფალმა კლეგს უთხრა, რომ ევროკავშირი არასწორი მიმართულებით მიდის.
ამ განცხადების საპასუხოდ ბუკინჰემის სასახლემ განაცხადა, რომ ის მოგონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ გააკეთებს. კლეგმაც ამ ისტორიას „სისულელე“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები