ჯგუფ „ბითლზის“ ყოფილი პროდიუსერი გარდაიცვალა

90 წლის ასაკში ჯგუფ „ბითლზის“ ყოფილი პროდიუსერი, ჯორჯ მარტინი გარდაიცვალა. მას კიდევ „მეხუთე ბითლზს“ უწოდებდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პროდიუსერის გარდა მარტინი იყო არანჟირების ავტორი, მუსიკოსი და კომპოზიტორი. „ბითლზის“ წევრის რინგო სტარის განცხადებით, ჯგუფი ახალ სიმღერებს სწორედ მარტინს უსრულებდა და ის მათ პირველი აფასებდა. ჯორჯ მარტინი ბრიტანული იმპერიის კომანდორის ორდენის რაინდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები