ერაყში ტერაქტის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა

ერაყში, ბაღდადიდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქ ხილაში დანაღმული ცისტერნა აფეთქდა, რის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ანალიტიკოსების თქმით, ბოლო თვეში ამ ორგანიზაციის მიერ მოწყობილი ტერაქტები იმის გამო ხდება, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ერაყში პოზიციებს კარგავს. რამდენიმე დღის წინ აშშ-მ ისლამისტების მიერ დაკავებულ ქალაქ მოსულზე მასშტაბური შეტევა დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები