საქართველო ირანს ელექტროენერგიას მიაწვდის
საქართველო ირანს ელექტროენერგიას მიაწვდის და ეს მოხდება მაშინ, როდესაც საქართველო ნაკლები ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს. განცხადება ამის შესახებ ირანის ელჩმა საქართველოში აბას თალებიჰარმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გააკეთა.
“გასულ თვეს ირანმა, საქართველომ სომხეთმა და რუსეთმა რკინიგზის პროექტს მოაწერეს ხელი. საუბარი იყო ენერგეტიკულ პროექტებზეც. ახლა განხილვის პროცესშია გაზის შემოტანის საკითხი.უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ ზაფხულში, როდესაც საქართველო ნაკლები ოდენობით მოიხმარს ელექტროენერგიას, ირანში მოხდება მისი გადინება, ხოლო ზამთარში პირიქით, ირანიდან მოხდება მისი შემოსვლა”,- განაცხადა დიპლომატმა.