დავით სერგეენკო “მაესტროსთან” მიმართებაში ვერანაირ პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს

მე ვფიქრობ, რომ “მაესტროსთან” მიმართებაში არანაირი პოლიტიკური შემადგენელი არ არის – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით და მოლაპარაკების შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლოს გზით, რაც ხდება კიდეც.
“პირველ რიგში, ალბათ შედარება უნდა გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მედიაში მიმდინარე მენეჯმენტის პროცესი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და დამოუკიდებელი საქმიანობა, არ აქვს მნიშვნელობა ეს “მაესტრო” იქნება თუ სხვა. ასეთ პოლიტიკურ შემადგენელს მე აქ ვერ ვხედავ და მეტიც. ჯანდაცვის სამინისტროს ჰქოდა უაღრესად დაძაბული დავები რაიონულ საავადმყოფოებთან და ვერ ვიხსნებ ვერცერთ კითხვას, რომელიც მაშინ მედიასაშუალებას ჩემთვის დაესვა, რომ ხომ არ იყო ამაში პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე აქ, მე ვფიქრობ, რომ “მაესტროსთან” მიმართებაში არანაირი პოლიტიკური შემადგენელი არ არის. ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით და მოლაპარაკების შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლოს გზით, რაც ხდება კიდეც”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები