ზურაბ ტყემალაძე: არჩევნებამდე არაფერი იცვლება, ყველა კოალიციის რეჟიმში ვმუშაობთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის სურვილი, რომ ყველა პარტიას შეხვდეს, მათ შორის „მრეწველების“ წარმომადგენელებსაც.
დეპუტატის ინფორმაციით, „მრეწველების“ სურვილია, რომ კოალიციის შემადგენლობაში დარჩნენ, თუმცა ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტი არ არის.
“არჩევნებამდე არაფერი იცვლება, ყველა კოალიციის რეჟიმში ვმუშაობთ. არჩევნებისთვის რა კონფიგურაციით ჩამოყალიბდება, ვინ იქნება, ვინ არ იქნება, ეს უკვე არჩევნების წინ ბლოკის ჩამოყალიბების პროცესში დადგინდება. „მრეწველებს“ აქვთ კოალიციაში ყოფნის სურვილი, მაგრამ ეს მარტო „მრეწველების“ სურვილზე არ არის დამოკიდებული”,- განაცხადა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები