კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო სხდომას გამართავს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პოლიტსაბჭოს შეკრება 17:00 საათზე არის დანიშნული. პოლიტსაბჭოს წევრის , დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის თქმით, სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრებენ. პოლიტსაბჭოს წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, იქნება თუ არა მსჯელობა “მრეწველთა” ლიდერ გოგი თოფაძესა და “რესპუბლიკელებს” შორის წარმოქმნილ დაპირისპირებაზე.