რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრა სავარუდოდ, აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილება
რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრაზე სავარუდოდ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრაზე იმსჯელებენ.
როგორც საქართველოს პრემიერ – მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ამ ეტაპზე შეხვედრისთვის სამზადისი არ მიმდინარეობს, თუმცა მზად არის, განიხილოს ეს საკითხი, თუ რუსეთის მხარიდან დაისმება.
აბაშიძე არ აკონკრეტებს ვინ უნდა გაემგზავროს ამ შეხვედრაზე საქართველოდან -პრემიერი თუ პრეზიდენტი.
“გაკეთდა ზოგადი სახის განცხადებები ამის თაობაზე, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება ჩატარდეს ასეთი შეხვედრა მაგრამ ვიმეორემ, რომ ახლა ამის თაობაზე რაღაც კონკრეტული მზადება არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, უნდა შედგეს ასეთი შეხვედრა სასურველი იქნება, მიზანშწონილი იქნება იმ შემთხვევაში თუკი ის შედეგებს გამოიტანს კონფლიქტური რეგიონების საკითხები და ამ მიმართულებით თუკი გადაიდგმება თუნდაც მცირე ნაბიჯი მაშნ ასეთ შეხვედრებს ექნება აზრი”,- განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძე – კარასინის შეხვედრა 16 მარტსაა დაგეგმილი.