მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 6-7 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა.
გარდა ამისა, ჯანელიძე მის აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამედიაროვსაც შეხვდება რის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ 6-7 მარტს, საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქთაი ასადოვთანაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები