კახა კალაძე – “გაზპრომთან” ძველი კონტრაქტის პირობებში ვრჩებით

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო “გაზპრომთან” ძველ შეთანხმებას შინარჩუნებს. მისივე განმარტებით, საქართველო რუსეთისგან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის საფასურად, უწინდებურად გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს.
აღნიშნული კონტრაქტი წლის ბოლომდე იმოქმედებს. მის ძალაში შესასვლელად ამ ეტაპზე მხოლოდ ხელმოწერაა საჭირო.
“შეთანხმების შინაარსი არის ის, რომ ჩვენ ვრჩებით ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში, რაც იყო წლების წინ და ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენ ბუნებრივი აირის სახით გატარებული გაზის 10%-ს მივიღებთ”, – განაცხადა კალაძემ.
როგორც ვიცე-პრემიერმა ისიც აღნიშნა, საქართველომ შესაძლოა კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “გაზპრომის” მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც უნდა მომხდარიყო ფინანსური ანაზღაურება მომავალ წელზეც იქნება საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები