მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 6-7 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვთან, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ასევე, შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქთაი ასადოვთან.