პრემიერის შეხვედრა “რესპუბლიკელებთან” დაიწყო

პრემიერ-მინისტრისა და “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლების შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს.
შეხვედრა 21.00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა დანიშნულ დროს მხოლოდ ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი მივიდნენ. თინა ხიდაშელმა და დავით უსუფაშვილმა კი, დაახლოებით, 10 წუთით დაიგვიანეს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით გადაწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები