კომპანია GWP „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ზარალს აუნაზღაურებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
როგორც „კვირას“ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, ამ ეტაპზე ურთულესი დაზიანება მოკლე დროში უკვე ლიკვიდირებულია.
წყალმომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ ჰიპერმარკეტ “გუდვილის” სიახლოვეს, 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის მონაკვეთი დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე, ავარიულად დაზიანდა. “მომხდარზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მხრიდან რეაგირება მყისიერად მოხდა – ტექნიკურმა ბრიგადებმა მაგისტრალური მილის წყლისგან დასაცლელად სამუშაოების ჩატარება დაუყოვნებლივ დაიწყეს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოკლე დროში შეისწავლის და სრულად აანაზღაურებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები