„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან

„რესპუბლიკური პარტიის“ თავჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტიის წევრები დღეს საქართველოს პრემიერ – მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან. ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
„რესპუბლიკური პარტიის“ წინადადებით, მოულოდნელად შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში სიცხადის შესატანად, პრემიერ – მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაინიშნა პარტიის უფლებამოსილი პირების შეხვედრა, რომელიც გაიმართება დღესვე. „რესპუბლიკური პარტია“ კომენტარებს აღნიშნულ შეხვედრამდე არ გააკეთებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები