ევროკავშირი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიზების გაუქმების საკითხს ცალ-ცალკე განიხილავს
საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს ევროპარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს, მაშინ როდესაც უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ევროპის პარლამენტი მხოლოდ აპრილში გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრეას მამიკინსმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელმა მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის და კიევის შემთხვევაში ეს საკითხი ცალ-ცალკე განიხილოს.
„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს მოსახლეობას უკვე მიმდინარე წელს ევროპაში უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა მამიკინსმა.
თავდაპირველად ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზების გაუქმების საკითხის განხილვას ერთად აპირებდა, თუმცა ახლა ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ თბილსმა კიევზე ადრე შეასრულა ბრიუსელის ყველა მოთხოვნა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი ახლო მომავალში შეიძლება თურქეთთანაც გააუქმოს.