„ყოფილი პრეზიდენტის ვალდებულებაა თავისი ქევყნის პროკურატურის წინაშე გამოცხადდეს“

  პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ჟვანიას საქმეზე ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვის ფაქტს ეხმაურება. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი გამოძიების კითხვებს უპასუხებს, ამით საქართველო ევროპის სამართლიანობის წესებსა და კანონებს დაუახლოვდება.
„არჩევანი საქართველოსთვის ვერ იქნება ან სააკაშვილის დაუსჯელად გამოცხადება ან ევროპა … ეს კიდევ ერთხელ „ნაციონალების“ (თავიანთ მეგობარ მეთიუ ბრაიზას დახმარებით) პროპაგანდის შედეგია, რომელსაც ზოგჯერ – ჩემდა გასაოცრად-მხარს უბავს უმრავლესობაც (და ამ ფორმით არ გამიგია არც ერვოკავშირის წრეებში და არც ამერიკაში) … რომ ვითომცდა ჩვენ უნდა თავი შევიკავოთ სააკაშვილის დაკითხვის გასამართლებისგან, თუ არა მაპსა და ასოცირებას ვერ მივიღებთ… ეს არ ვიცი ვისი გამოგონილია (ან უფრო სწორედ კარაგად ვიცი როგორ მუშაობენ სააკაშვილის სახელმწიფოს მოპარული ფულით დაფინანსებული ლობისტები) … აქ ორი ვალდებულება არსებობს: ყოფილი პრეზიდენტის ვალდებულება – თავის ქევყნის პროკურატურის წინაშე გამოცხადდეს, და პოკურატურის ვალდებულება, რომ ეს დაკითხვა, გამოძიება გამჭვირვალედ და ყველა უფლებების დაცვით ჩატარდეს…. ამითი საქართველო კი არ ჩამოშორდება ევროპას არამედ პირიქით, დაუახლოვდება ევროპულ სამართლიანობის წესებს და კანონებს…. როცა მართალნი ვართ, ტყული მუქარის არ უნდა გვეშინოდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

10153444_235658793306978_990489333_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები